logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ოზურგეთის მოსახლეობის მოლოდინს კონკრეტული საქმით ვუპასუხებ პარლამენტიდან!
- +

2 ნოემბერი. 2016. 23:20



ოზურგეთის მოსახლეობა ჩემგან ელოდება კონკრეტულ საქმეს საპარლამენტო სივრცეში და მე ამ მოლოდინებს ვუპასუხებ პარლამენტიდან", - აღნიშნული განცხადება ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.


კითხვაზე, დარჩება იგი პარლამენტში თუ საქმიანობას გააგრძელებს აღმასრულებელ ხელისუფლებაში, თალაკვაძე პასუხობს:


მოსახლეობამ გააკეთა არჩევანი, მე პატივს ვცემ ამ არჩევანს და, შესაბამისად, მზად ვარ, რომ ვიმუშაო საქართველოს პარლამენტში. მე ვარ მაჟორიტარი დეპუტატი და მოსახლეობა, რომელმაც მხარი დაგვიჭირა ოზურგეთის ოლქში, ჩვენგან ელოდება კონკრეტულ საქმეს საპარლამენტო სივრცეში და მე ამ მოლოდინებს ვუპასუხებ პარლამენტიდან", - განაცხადა თალაკვაძემ.


თალაკვაძემ ოზურგეთში მაჟორიტარული სისტემით არჩევნები პირველ ტურში მოიგო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner