მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე, ლაშა ნაცვლიშვილი არ ეთანხმება დავით უსუფაშვილის განცხადებას, რომ საქართველოს პარლამენტი პოლიტიკის გარეშე დარჩა.
„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ უსუფაშვილი მოწადინებულია, გააკეთოს ნაკრები. დღის წესრიგი ისე დაანონსა, რომ ადგილობრივი არჩევნებისთვის პოლიტიკურ ველზე უნდა გაჩნდეს არასაპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც იქნება კონკურენტუნარიანი დღეს არსებულ პოლიტიკურ ძალებთან. ეს თავისთავად კარგია. ის რომ, პოლიტიკის გარშე დარჩა ქართული პარლამენტი, ამ სიტყვების უკან წაღება მოუწევს მას. საქართველოს პარლამენტი არავის მისცემს მოწყენის საშუალებას არც პოლიტიკური და შესაძლოა, არც სანახაობის კუთხით", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი პოლიტიკის გარეშე დარჩა.