logo_geo
eng_logo
მამა პეტრე: ცუდად ვარ, ძალიან ცუდად…
- +

3 ნოემბერი. 2016. 01:24


 

ცუდად ვარ, ძალიან ცუდად... ნაზი ბებოს მონახულების შემდეგ, ადგილობრივებმა მთხოვეს, კიდევ ერთი უპატრონო მოხუცია, იქნებ შეუაროთო... ნაზი ბებოს კვერცხი მაინც ენატრებოდა, მეორეს ჭამის სურვილიც გამქრალი აქვს... აი, ეს არის ჩვენი ნამდვილი საქართველო...", - ამის შესახებ მამა პეტრე კოლხმა სოციალურ ქსელში წერს და ბებოსთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.



ვერ მოვითმენ, რომ არ გითხრათ. მართალია, გუშინდელმა რეალობამ შემძრა, მაგრამ დღეს თვალებს სიხარულის ცრემლები მისველებს... უამრავი ადამიანი დამიკავშირდა, სურსათი, თანხა, ჩასაცმელი გროვდება, რომ ისევ შევეწიოთ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ მოხუცებს. ქართული სამოციქულო ეკლესია ყოველთვის დგას უპოვართა, მოუსაფართა გვერდით. გუშინ საპატრიარქოდან დამირეკეს და ნუგეში და თანდგომა გამოხატეს... ეს წუთია, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში უწმინდესის თანამოსაყდრე, მამა სერაფიმე დამიკავშირდა, მონასტრის სახელით შეეწევა მოხუცებს... ძალიან მალე საქველმოქმედო ფონდს დავაარსებთ და მსგავსი ღონისძიებები არ იქნება ერთჯერადი აქცია... ჩვენს გვერდით დგანან, მწერლები, პოეტები, მომღერლები, უბრალოდ, კეთილი ადამიანები, რომ გავუთბოთ ერთმანეთს ხელები...

 

მამა სერაფიმე, მაპატიე, ვიცი, არ მოგეწონება, შენი დაფარული სიკეთე ხმამაღლა რომ ვიყვირე, მაგრამ ეს ის მომენტია, რომელსაც მუდამ ვიყვირებ, სხვებიც რომ ავიყოლიოთ" - წერს მამა პეტრე სოციალურ ქსელში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner