„თუ ეს სახლი იყო უკანონოდ ჩამორთმეული და ამ გამოძიებაში მონაწილეობდა ერთ-ერთ მთავარი პირი, ვალერი გრიგალაშვილი, ბუნებრივია, მისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს",- ამი შესახებ უფლებადამცველმა მანან კაკაბაძემ "პრიორიტეტში" სულხან მოლაშვლის საქმეზე საუბისას განაცხადა.
მისი თქმით, „გრიგალაშვილს დღეს სხვა არაფერი არ დარჩენია, გარდა იმ საუბრისა, რა რიტორიკითაც, ის საქართველოს მოსახლეობას ესაუბრება".
პროკურატურამ სულხან მოლაშვილის ოჯახს 2004 წელს სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემული ქონება დაუბრუნდა. საუბარია წავკისში მდებარე ერთ-ერთ აგარაკზე, რომელიც მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სულხან მოლაშვილის ოჯახს, კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელის გათავისუფლების სანაცვლოდ 140 000 ლარად აყიდინეს და სახელმწიფოსთვის გადააცემინეს.