logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: კანდიდატთა ვინაობა 2-3 დღეში გახდება ცნობილი
- +

3 ნოემბერი. 2016. 19:43



„ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კონკრეტულ კანდიდატურებზე განცხადებას პარტიის ლიდერი პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ გააკეთებს, რომელიც 2-3 დღეში ჩატარდება. მისი თქმით, „ქართული ოცნების" შიგნით ჯანსაღი პროცესები მიმდინარეობს.


კონკრეტულ კანდიდატურებზე განცხადებას ჩვენი ლიდერი პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ გააკეთებს, რომელიც 2-3 დღეში ჩატარდება. მე არაფრის გამორიცხვა ან დადასტურება არ შემიძლია, ვინაიდან გვაქვს გარკვეული თამაშის წესები და უხერხული იქნება ჩემგან რაიმეს თქმა იქამდე, ვიდრე ჩვენი ლიდერი გააკეთებს განცხადებას. პარტიის შიგნით მიმდინარეობს საკმაოდ ჯანსაღი პროცესები. რაც შეეხება ცვლილებებს, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ცვლილება უკვე მოხდა საზოგადოების არჩევანიდან გამომდინარე. შემიძლია ვთქვა, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტი გააკეთებს ყველაფერს, რაც ჩვენს ქვეყანას წაადგება", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner