logo_geo
eng_logo
„საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით კონსულტაციები ინდივიდუალურ რეჟიმში მიმდინარეობს“
- +

3 ნოემბერი. 2016. 20:48



„ქართული ოცნების" წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით კონსულტაციები ამ ეტაპზე მხოლოდ ინდივიდუალურ რეჟიმში მიმდინარეობს და ეს პროცესი მიმდინარე კვირას დასრულდება.


ორი დღეა, რაც განხილვების პროცესი დაიწყო. კონსულტაციები იმის შესახებ, თუ ვინ სად შეიძლება იყოს, მიმდინარე კვირას დასრულდება. ახლა მიმდინარეობს ინდივიდუალური სამუშაო ფორმატი, გადაწყვეტილებები პოლიტსაბჭოს სხდომაზე შეთანხმდება. განხილულია სხვადასხვა შემოთავაზებები კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე", - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner