განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს:
„მე ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკური გუნდის გადასაწყვეტია და ვიცი, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს. მე ირაკლი კობახიძეს ძალიან დიდ პატივს ვცემ და, შესაბამისად, ნამდვილად მომხრე ვიქნები მისი. თუმცა გადაწყვეტილების მიმღებთა წრეში ამ შემთხვევაში არ შევდივარ და ამიტომ უბრალოდ წარმატებას ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერი, პარტიის პოლიტსაბჭო ძალიან დაბალანსებულ და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.