logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი ადასტურებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება
- +

3 ნოემბერი. 2016. 23:10



საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ადასტურებს, რომ ახალი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.


კობახიძის კანდიდატურის შესახებ ინფორმაცია  გიორგი კვირიკაშვილმა „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს დაუდასტურა.


პრემიერის განმარტებით, საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარის შესახებ კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი.


ირაკლი კობახიძე "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის მე-3 ნომერია.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner