logo_geo
eng_logo
არსებული ინფორმაციით, ნინო ლომჯარია გენერალური აუდიტორის პირველ მოადგილედ ინიშნება
- +

3 ნოემბერი. 2016. 23:39



„სამართლიანი არჩევნების" ყოფილი ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია მუშაობას სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განაგრძობს. არსებული ინფორმაციით, ლომჯარია გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას პირველ მოადგილედ ინიშნება.


სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ადასტურებენ, რომ ხვალ ახალი პირველი მოადგილის წარდგენა იგეგმება, თუმცა უწყებაში არ აკონკრეტებენ, ვინ დაიკავებს აღნიშნულ თანამდებობას. ლაშა თორდიას მიერ მისი პირველი მოადგილის წარდგენა ხვალ, 14:00 საათზეა დაანონსებული.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner