ავტორი ალა გრიგალაშვილი
ირაკლი მეძმარიაშვილი ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება. ამასთან დაკავშირებით მეძმარიაშვილმა ოფიციალური განცხადება „დინამო არენაზე" გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს გააკეთა.
„ჩემმა გამოცდილებამ მომცა უფლება, კენჭი ვიყარო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თანამდებობაზე. ჩემი სპორტული გამოცდილებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე საჭიროდ ჩავთვალე კენჭისყრა, რადგან მიმაჩნია, რომ უკეთესად შემიძლია გავაკეთო ის საქმე, რაც დღეს სჭირდება ქართულ სპორტს", - განაცხადა მეძმარიაშვილმა.