logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: შესაძლოა, გიგი უგულავას ავტორობით პოემა ან რომანი ვიხილოთ
- +

4 ნოემბერი. 2016. 16:10



„გიგი უგულავას ბევრი დრო აქვს: წერილს დაწერს, ლექსიცშეიძლება დაწეროს. არ არის გამორიცხული, უახლოეს ხანში, პოემა და რომანი ვიხილოთ მისი ავტორობით", - ამის შესახებ გიგი უგულავას მიმართვაზე საუბრისას პარლამენტარმა ალექსანდრე ქანთარიამ განაცხადა.


მმართველი პარტიის წევრის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესები ნაკლებად საინტერესო თემაა.


„როგორ მოიქცევა ეს პარტია, ნაკლებად საინტერესოა. მეჩვენება, რომ ისინი არიან გადაღლილები - მოკრივე რომ მე-14-ე რაუნდში იქნევს ხელებს, ასე ინერციით იქნევენ ხელებს ისინი და ერთმანეთს ეჯახებიან", - განაცხადა ქანთარიამ „TV პირველის" ეთერში.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner