რეჟისორი მიხეილ ზაქარიაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით მუსიკოს გია მაჭარაშვილს 60 წლის იუბილეს ულოცავს.
„ჩემს დიდი ხნის მეგობარს, მეზობელს, უმაგრეს მუსიკოსს და უწესიერეს ადამიანს გია მაჭარაშვილს ვულოცავ 60 წლის იუბილეს! ვუსურვებ ხანგრძლივ შემოქმედებით წარმატებებს, დიდხანს სიცოცხლეს, ჯამრთელობას, ბედნიერებას და ბევრ სიხარულს მთელი დარჩენილი 1000 წლის სიცოცხლის მანძილზე..." - წერს ზაქარიაშვილი.