დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტს ზვიად კვაჭანტირაძე უხელმძღვანელებს. მმართველმა პარტიამ მისი კანდიდატურა ამ თანამდებობაზე დღეს წარადგინა. „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, კვაჭანტირაძის პირველი მოადგილის პოსტზე სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა დასახელდება, ხოლო მოადგილის - ირაკლი მეზურნიშვილი.
„ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ საპარლამენტო თანამდებობებზე წარსადგენ კანდიდატთა ვინაობა დღეს დაასახელა.