იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია იქნება. „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ბესელიას პირველი მოადგილის თანამდებობაზე წარდგენილი იქნება ვანო ზარდიაშვილი, ხოლო მოადგილის პოსტზე დავით მათიკაშვილი.
საპარლამენტო თანამდებობებზე წარდგენილ კანდიდატთა სია მმართველმა პარტიამ დღეს გაასაჯაროვა.