logo_geo
eng_logo
ჯონდი ბაღათურია: მინდა, პარლამენტი წარმატებული იყოს!
- +

7 ნოემბერი. 2016. 14:13



„ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს მიერ საპარლამენტო თანამდებობებზე დასახელებული კანდიდატების შეფასებისას, ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომ ბევრი მათგანი გამოუცდელია, თუმცა მათ მიმართ „ქართული დასის" ლიდერი დადებითად არის განწყობილი.


„გამოცდილებას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა არიან ძველი, გამოცდილი კადრები, როგორიცაა ირაკლი სესიაშვილი. მე ველოდი კიდეც, რომ ის გააგრძელებდა ამ პოსტზე მუშაობას (თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ). ვფიქრობ, ის წარმატებული ადამიანია.


განწყობილი ვარ, რომ ყველა, ვინც დაინიშნა, ახალგაზრდა, გამოცდილი თუ გამოუცდელი, ყველა იყოს წარმატებული, სწორედ მათ წარმატებაზეა ქვეყნის წარმატება დამოკიდებული. ვნახოთ, როგორ გაამართლებენ... რაც შეეხება თავად თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს და მის ოჯახს ძალიან დიდ პატივს ვცემ. ის არაჩვეულებრივი ოჯახისშვილია. პარლამენტის სპიკერობა საპასუხისმგებლო პოსტია. კობახიძე კი ახალგაზრდაა და მინდა, წარმატება ვუსურვო. იმედი მაქვს, ძველი და გამოცდილი კადრები თავისი გუნდიდან მას გვერდით დაუდგებიან. მე მის მიმართ პოზიტიურად ვარ განწყობილი", - განაცხადა ბაღათურიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner