ავტორი ალა გრიგალაშვილი
მიიღო თუ არა მონაწილეობა ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო თანამდებობებისთვის კანდიდატურების შერჩევის პროცესში, - ამ კითხვას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრი გუგული მაღრაძე პასუხობს. მმართველი პარტიის წარმომადგენლის თქმით, ამ პროცესში ყოფილ პრემიერს მონაწილეობა არ მიუღია.
როგორც პარალამენტარმა „რეპორტიორის" პრესკლუბში განაცხადა, გადაწყვეტილების ძირითადი მიმღები იყო გიორგი კვირიკაშვილი.
„ამ პროცესში ბიძინა ივანიშვილის უშუალო მონაწილეობა არ ყოფილა, არავინ ვიცით ამის შესახებ, თუ ვინმე კულუარებში ვინმემ რამე თქვა, ჩვენ არ ვიცით. კადრების შერჩევა ძირითადად დამოკიდებული იყო ბატონ გიორგი კვირიკაშვილზე. ჩართული იყვნენ, ცხადია, კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე. იყო კონსენსუსიც, ვთქვათ, ადამიანები წამოაყენებდნენ თავის კანდიდატურას. შემდეგ მიდიოდა განხილვა, სად შეიძლებოდა ეს ადამიანი ყოფილიყო", - განაცხადა მაღრაძემ.