ავტორი ალა გრიგალაშვილი
უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია კონსტიტუციის ძირეული ცვლილების აუცილელობაზე საუბრობს.
„ჩვენ მივდივართ საპარლამენტო რესპუბლიკისკენ და აქედან გამომდინარე, კონსტიტუციაში უნდა მოხდეს ისეთი ფორმულირებების ჩადება, რომელიც მოგცემს რეალურ საპარლამენტო რესპუბლიკას.
მე თვითონ კონსტიტუციონალისტი, სახელმწიფო სამართლის სპეციალისტი ვარ და საკანდიდატო მაქვს დაცული ამ სფეროში. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელსაც აქვს კონსტიტუცია, სადაც ჩაწერილია არარსებული ქალაქის შესახებ. ვართ ასევე ერთადერთი ქვეყანა, სადაც კონსტიტუციით პირველი თუ არა, ქვეყნის მეორე პირი შეიძლება გახდეს სხვა ქვეყნის მოქალაქე, ანუ ქვეყანას მართავდეს უცხო ქვეყნის მოქალაქე - ეს არის ნონსენსი!
დღევანდელ კონსტიტუციას არსებითი შეცვლა კი არა, გადახევა და გადაყრა სჭირდება. უნდა დასვან ახალგაზრდა პროფესიონალი ადამიანები და დააწერინონ საპარლამენტო კონსტიტუციის მოდელი, რომელშიც არ იქნება რაღაც ნაღმები ჩადებული, ისე როგორც ეს დღევანდელ კონსტიტუციაშია", - განაცხადა ხაბურძანიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში.