logo_geo
eng_logo
მიზეზები, თუ რატომ გადადგა სააკაშვილი - ლეონიდ რაძიხოვსკის განცხადება
- +

7 ნოემბერი. 2016. 17:00



პუბლიცისტის და ექსპერტის ლეონიდ რაძიხოვსკი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან საქართველში „ნაციონალური მოძრაობის" მიერ არჩევნების წაგების გამო გადადგა.


როგორც მან „კვირას" განუცხადა, სააკაშვილის პოლიტიკური კარიერა საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დასრულდა.


რაც არ უნდა თქვას სააკაშვილმა, მისმა პარტიამ არჩევნები წააგო. ასე რომ, სააკაშვილმა მხარდაჭერა უკრაინაშიც დაკარგა. რაც შეეხება მის განცხადებებს კორუცფიასთან ბრძოლის შესახებ, ეს მხოლოდ განცხადებებად დარჩა. კორუფციის დამარცხება მან ვერ შეძლო, საქართველოში დამარცხდა, მოკლედ, ყველა ფრონტზე დამარცხდა და ეს გადაწყვეტილება ამით აიხსნება", - განუცხადა რაძიხოვსკიმ „კვირას".


მან ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატებისთვის, არც ჰილარი კლინტონისთვის, არც დონალდ ტრამპისთვის სააკაშვილი „არაფერს არ წარმოადგენს".



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner