„დღეს დაიწყო მეორე პროექტი: „ქართული ენისა და ხალხური სიმღერების შემსწავლელი კურსი ფერეიდნელი ქართველებისთვის", - ამის შესახებ ინფორმაციას აღნიშნული პროექტის ავტორი ზვიად ტომარაძე facebook-ის პირად გვერდზე ვარცელებს.
„1 თვის განმავლობაში 12 ფერეიდნელს შევასწავლით ქართულ ენას, ხალხურ სიმღერებს, ექსკურსიების მეშვეობით დავათვალიერებინებთ ისტორიულ ძეგლებს", - წერს ტომარაძე.
პროექტს აფინანსებს საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი.