logo_geo
eng_logo
ჯონდი ბაღათურია: ამ გადადგომას გაგრძელება ექნება!
- +

7 ნოემბერი. 2016. 21:09


 

„სახელმწიფოს ძარცვაში და მერე გაქცევაში გაწაფულმა სააკაშვილმა სხვა უკრაინელ ჩინოვნიკებზე ადრე იგრძნო საფრთხე და პირველმა დატოვა პოროშენკოს გემი...",- ამ სიტყვებით „ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის გადადგომას ეხმაურება.

 

„ამ გადადგომას გაგრძელება ექნება!

 

უკრაინის მთავრობამ დაშალა და გაძარცვა სახელმწიფო, ხალხს წაართვა მომავალი... ამიტომ იქ მწიფდება სახალხო მრისხანება ხაზინის ქურდების წინააღმდეგ...

 

სახელმწიფოს ძარცვაში და მერე გაქცევაში გაწაფულმა სააკაშვილმა სხვა უკრაინელ ჩინოვნიკებზე ადრე იგრძნო საფრთხე და პირველმა დატოვა პოროშენკოს გემი ...

 

მიშას სხვაზე მეტი აქვს ნაქურდალი და რა თქმა უნდა „სამთავრობო  გემზე" დარჩენილები ამას გამოიყენებენ მის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, თუ დასცალდათ...

 

ასე რომ გაგრძელება იქნება!",- წერს ბაღათურია.

 


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინაში, ოდესის გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა 7 ნოემბერს გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner