„7 ნოემბერს ჟურნალისტებზე ნადირობა იყო გამოცხადებული. ტელეკომპანია „იმედის" ჟურნალისტებზე განსაკუთრებით ნადირობდნენ. მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესია და ზიზღი იგრძნობოდა",- ამ სიტვებით იხსენებს „ქრონიკის" ეთერში ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე 2007 წლის 7 ნოემბერს და აღნიშნავს, რომ აქციაზე მაშინდელი ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი იყო, რომლებიც საკუთარი მოსახლეობის დასჯით სიამოვნებას იღებდნენ.
„აქციაზე მაღალჩინოსნებიც იყვნენ. ბეგაშვილი და კირკიტაძე აღფრთოვანებულები მოდიოდნენ მიშა, მიშას ძახილით. ბევრი პოლიტიკოსი იყო, რომლებისთვისაც ეს რიგითი დასჯის დღე იყო. ამით სიამოვნებას ღებულობდნენ. ეს იყო მათი ცხოვრების მიზანი საკუთარი მოსახლეობა დაესაჯათ",- განაცხადა აბდალაძემ.