ავტორი ალა გრიგალაშვილი
სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებას საპარალამენტო მანდატზე უარის თქმასთან დაკავშირებით დადებითად აფასებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი კარლო კოპალიანი. როგორც პარლამენტარმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის" წევრის მხრიდან ეს იყო ყველაზე სწორი და რაციონალური გადაწყვეტილება.
„რაც ქალბატონი სანდრა პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთო, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მან მიიღო ყველაზე სწორი და რაციონალური გადაწყვეტილება. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ქალბატონი არის იმ ოჯახის წარმომადგენელი, რომელმა ოჯახმაც შექმნა სისტემა, იყო იმ ადამიანის გვერდით, რომელმაც სისხლის გუბეები დააყენა საქართველოში და არასდროს გასჩემი სურვილი, ამის წინააღმდეგ წასულიყო. პირიქით, როგორც მეუღლე და ოჯახის წევრი, ამაგრებდა კიდეც ამ რეჟიმს. დღეს მან უარი განაცხადა პარლამენტში შესვლაზე, ეს არის სწორი გადაწყვეტილება მის ცხოვრებაში. ისეთი ოდიოზური ფიგურების ადგილი, როგორიც ქალბატონი სანდრაა, საქართველოს პარლამენტში არ არის", - განაცხადა კოპალიანმა.