logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: უკრაინაში სერიოზული ბრძოლის ველი შეიქმნება!
- +

8 ნოემბერი. 2016. 15:46



„სააკაშვილმა გადადგომით კარგი პლატფორმა შეიქმნა უკრაინაში ბრძოლის გასაგრძელებლად", - ამის შესახებ ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


არეშიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ ოდესის გუბერნატორის თანამდებობის დატოვებას სპექტაკლის ნაწილს უწოდებს.


„მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი გადადგომა გამოაცხადა 7 ნოებერს. მან დაასწრო მისივე გათავისუფლების ბრძანებას და ასევე აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებს. 8 ნოემბრის მერე სააკაშვილის ეს ნიუსი დაიკარგებოდა სხვა ნიუსებში. ამიტომ სააკაშვილმა ეს გადაწყვეტილება შეგნებულად მიიღო 7-ში. ვთვლი, რომ სპექტაკლის ნაწილი იყო ლორთქიფანიძის გადადგომა და სააკაშვილის გადადგომაც. ეს რაც ფასადურია და რაც კულუარულია, ეს ისაა, რომ სააკაშვილმა სერიოზული დისკომფორტი შეუქმნა პოროშენკოს. უკრაინაში არის კორუფციის უმაღლესი დონე. პოროშენკომ შექმნა კორუფციის სისტემა. სააკაშვილმა კი თავისი კორუფციული სისტემა შექმა, მაგრამ პოროშენკოსთან შედარებით ეს არ ჩანს, რადგან მასშტაბებია პატარა. პოროშენკოს თავის დროზე სჭირდებოდა სააკაშვილი და გამოიყენა კიდეც ოლიგარქებთან წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს ბრძოლა დამთავრდა და სააკაშვილი აღარაა საჭირო", - განაცხადა არეშიძემ.


მისი თქმით, სააკაშკილი უკრაინაში თანამოაზრეებთან ერთად ოპოზიციურ პროცესებს ჩაუდგება სათავეში.


„ცოტა ხანში ის გახდება პარტიის ხელმძღვანელი, რომელიც ჯერ დაფუძნებული არ არის; იულია ტიმოშენკოს შეუერთდება და ერთად განაგრძობენ ბრძოლას.

 

პოროშენკომ მიწა გაითხარა იმით, რომ სააკაშვილი აიძულა, წასულიყო. ასე რომ, უკრაინაში სერიოზული ბრძოლის ველი შეიქმნება ცოტა ხნის შემდეგ. სააკაშვილის ენერგიის ამბავი მოგეხსენებათ - 3 ფრონტზე ერთად იბრძლებს: საქართველოსთვის, უკრაინისთვის და პლუს თავისი პარტიის გადასარჩენად", - განაცხადა არეშიძემ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner