logo_geo
eng_logo
„საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობას ისეთი საფუძვლები აქვს, რომ ტრამპის გამარჯვებით არაფერი შეიცვლება“
- +

9 ნოემბერი. 2016. 13:40


 

 


რესპუბლიკური პარტიის წევრის დავით ზურაბიშვილის განცხადებით, დონალტ ტრამპის გამარჯვებით აშშ-საქართველოს შორის პარტნიორობის მიმართულებით არაფერი შეიცვლება.


„ტრამპის გამარჯვებით საქართველოსთან მიმართებაში არ ველოდები რაიმე განსაკუთრებულს ცვლილებებს. საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას ისეთი საფუძვლები აქვს, ვინც არ უნდა მოვიდეს ამ ორი ქვეყნის სათავეში, პრინციპში არაფერი შეიცვლება. ასე რომ, განსაკუთრებულ ცვლილებებს არ ველოდები", - განაცხადა ზურაბიშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner