ავტორი ალა გრიგალაშვილი
„ტრამპის გამარჯვება არის ფუნდამენტური ცვლილება ამერიკის შეერთებულ შტატებში",- ამის შესახებ „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელმა ირაკლი გოგავამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკელებმა ხმა მისცეს სწორედ დიდ ცვლილებებს.
„ისინი არიან უკმაყოფილო არსებული მიმართულებით და ელოდებიან ცვლილებებს ახალი კანდიდატისგან. ეს არის კანდიდატი, რომელიც პოლიტიკაში არ ყოფილა, მას არ აქვს მონაწილეობა მიღებული არცერთ კონფლიქტურ სიტუაციაში, არცერთი შეიარაღებული დაპირისპირების უკან არ იდგა მსოფლიო მასშტაბით, ამიტომ საინტერესო 4 წელი ელოდება ამერიკას და შესაბამისად, მთელ მსოფლიოს", - განაცხადა გოგავამ.