ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისის მერიის აქციას დღეს ასობით ადამიანი შეუერთდა.
„დღეს მეც დავურგე ხე ჩემს უნივერსიტეტს და პირველი, რაც გამახსენდა, მისაღები გამოცდების ცხელება იყო, აგვისტოს თაკარაში ქოლგიანი მშობლების ჩივილი - რა გახდა აქ ხეების დარგვა, ჩრდილს რომ შევეფაროთო... თბილისის მერიის აქციას დღეს ასობით ადამიანი შეუერთდა. კარგი ამბავია, მაგრამ დამნახავი მაინდამაინც ჩრდილს არ უნდა დაელოდოს!!! იხარონ ახალმა ნერგებმა, მე მიხარიააა!!!" - წერს კვაჭანტირაძე.