logo_geo
eng_logo
სოსო მანჯავიძე: როცა ბიუჯეტის ფულზე ვლაპარაკობთ, უნდა გვესმოდეს, რომ ეს ჩვენი ფულია!
- +

10 ნოემბერი. 2016. 14:06



„როცა ბიუჯეტის ფულზე ვლაპარაკობთ, უნდა გვესმოდეს, რომ ეს ჩვენი ფულია. აღარ არის საბჭოთა კავშირი ან გრანტები. ამიტომ თითოეული თეთრის განკარგვაზე უნდა იყოს ძალიან მკაცრი საზოგადოებრივი კონტროლი; მათ შორის ისეთ მოთხოვნებზე, რომელიც გულისხმობს საბიუჯეტო განკარგვებს", - აღნიშნული განცხადება თბილისის საკრებულოს წევრმა სოსო მანჯავიძემ დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტზე საუბრისას განაცხდება.


როგორც დეპუტატმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტზე ბევრია სამუშაო და მისი განხილვა პუნქტობრივად, დეტალურად უნდა მოხდეს, რათა პრიორიტეტები სწორად იყოს განსაზღვრული.


„საერთოდ, გადასახედია, როგორ ვხარჯავთ საბიუჯეტო სახსრებს, მივმართავთ თუ არა ამ ფულს სტრატეგიული და სასიცოცხლო ინტერესების გადასაწყვეტად. ძალიან ბევრი რამ არის როგორც ცენტრალურ ბიუჯეტში, ისე მუნიციპალურ ბიუჯეტში გადასანაწილებელი.

 

პროექტს, რომელიც საკრებულოში შემოვიდა, დეტალურად არ გავცნობილვარ, მაგრამ გარკვეული კითხვები მაქვს, თუმცა, ეს ჯერ არ არის საბოლოო ვერსია და დისკუსიებიც არ დაწყებულა. ბიუჯეტი ისეთი დოკუმენტია, რომელსაც სჭირდება დეტალური განხილვა პუნქტობრივად, ამიტომ არასერიოზული იქნება, ახლა ვთქვა - მომწონს ან არ მომწონს-თქო", - განაცხადა მანჯავიძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner