logo_geo
eng_logo
ანი მიროტაძე: მიხეილ სააკაშვილს სერიოზული პრობლემები აქვს საკუთარ გუნდში
- +

10 ნოემბერი. 2016. 15:41



„ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე „ნაციონალურ მოძრაობაში" ბოლო პერიოდში არსებულ დაპირისპირებას ეხმაურება და კომენტარს აკეთებს მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, სადაც ყოფილი პრეზიდენტი „ნაციონალურ მოძრაობაში" მყოფ ახირებულ წევრებზე საუბრობს.


მიროტაძე ფიქრობს, რომ ექს-პრეზიდენტი გიგა ბოკერიას გულისხმობდა, როცა აღნიშნულ განცხადებას აკეთებდა. როგორც დეპუტატმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბოკერია პატიის ბელადობას ცდილობს, მაგრამ არ გამოუვა, რადგან სააკაშვილს ამ მხრივ ალტერნატივა არ გააჩნია.


„სააკაშვილი გულისხმობს გიგა ბოკერიას, რომელიც ცოტა უცნაურად იქცევა ბოლო ხანებში, არა მხოლოდ გიგა ბოკერია, არამედ სხვა ადამიანებიც ამ პარტიაში საკმაოდ უცნაურად იქცევიან. თან ამას იმასაც თუ დავუმატებთ, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მხოლოდ 9 ადამიანმა დაუჭირა მხარი მიხეილ სააკაშვილს და 33-მა გაიზიარა გიგა ბოკერიას პოზიცია, ეს იმას ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილს სერიოზული პრობლემები აქვს საკუთარ გუნდში. მეორე: თუ ეს ადამიანები ახირებულები იყვნენ, მისი გუნდის წევრები არიან, შესაბამისად, მას თვითონ აქვს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ასეთი ახირებული ადამიანები ჰყავდა გუნდში.

 

გიგა ბოკერიას ლიდერობა არ გამოუვიდა. „ნაციონალური მოძრაობის" ბელადი იყო მიხეილ სააკაშვილი და თუ ის აღარ იქნება ბელადი, მაშინ მას ალტერნატივა არ ჰყავს. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველი ბელადად გიგა ბოკერიას არ მიიღებს. ასე რომ, მიმაჩნია, რომ ლოგიკური და კანონზომიერია ის, რაც დღეს ხდება ამ პარტიაში, ამ პოლიტიკურ პარტიას აბსოლუტურად დაუმსახურებლად აქვს პრეტენზია, იყოს მთავარი ოპოზიციური ძალა,  ბოლოს და ბოლოს, უნდა წავიდეს იმ ისტორიულ კანონზომიერებაში, რომელსაც ხალხი მიუჩენს", - განაცხადა მიროტაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner