ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე განათლების და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებას, რომ ზღაპრის პერსონაჟი კომბლე მოძალადე და ცუდი მეცხვარეა სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„კომბლე მოძალადეა, ხუთკუნჭულა და ნაცარქექია აფერისტები, წრუწუნა ლოთი, ალაზანში ჩამოკიდებული ბებერი ძუნწია, დედინაცვლები საშინელი ხალხი, ცხრათავიანი დევი რადიაქტიული გამოსხივების შედეგი - მუტანტი, ერთადერთი არწივია თემურ წიკლაური",- წერს გაბრიჭიძე.