ჟურნალისტი ზაზა დავითაია განათლების და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
„განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ითხოვს მოძალადე კომბლეს და თაღლითი ნაცარქექიას დაპატიმრებას!
ის აცხადებს, რომ:
კომბლე - მეამბოხეა! ილაშქრებს არსებული ხელისუფლების (ბატონის) წინააღმდეგ. (მუხლი-315) აქვს არარეგისტრირებული თვითნაკეთი იარაღი, რომლსაც ჭერში უკანონოდ ინახავს... ის არის ყაჩაღიც, რადგან ყაჩაღურად, ნიღბის ქვეშ, (ულაში ჰქონდა მიწებებული, რომელიც ძიებამ ამოიღო) ძალით იჭრება ბატონის საცხოვრებელ ტერიტორიაზე და მას იურიდიულად დაკანონებული საკუთრების (ძროხის, ცხვრების) წართმევის (სინამდვილეში, თავისი საკუთრების დაბრუნების) მიზნით განზრახ აყენებს სხეულის მძიმე დაზიანებებს...
ციხეში უნდა ამოვალპოთ კომბლე!
აი, ნაცარქექია კი-თაღლითია! (მუხლი 180) მან შეძლო დევთან ნდობაში შესვლა. მოტყუებით და ცრუშანტაჟით აიძულა დევი, თავისი საკუთრება ნოტარიული წესით ნაცარქექიას სახელზე გადმოეფორმებინა! თაღლითის ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს! ვ გუდის ყველი კი არა, ციხის ბალანდის გარდა, სხვა სიამე არ უნდა ეღირსოს!
ბავშვებო! არ იმეგობროთ ქართველ კომბლესთან და ნაცარქექიასთან!
იმეგობრეთ მუზმუზელა ბატონთან, ბოროტ დევთან, ამერიკელ სპაიდერმენთან და ბავშვიყლაპია ჯეჯელავასთან!"