logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: ეს რიტუალი არ იყო!
- +

11 ნოემბერი. 2016. 21:36



თბილისის 56-ე საბავშვო ბაღში გამართული ღონისძიების შესახებ საუბრისას, განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ ეს იყო არა რიტუალი, არამედ  წარმოდგენა, თამაში.


ეს რიტუალი არ იყო. ეს იყო წარმოდგენა, თამაში. თქვენ ყველას, ვფიქრობ, ბავშვობაში გითამაშიათ ბევრნაირი თამაში. ახალი კანონით მომავალი წლიდან ჩვენ უნდა შევქმნათ სასწავლო პროგრამა, თუმცა, სასწავლო პროგრამა არ არის გარანტია. პედაგოგი იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მან უნდა გადაწყვიტოს მისი ბავშვებისთვის რა არის სწორი და რა არასწორი. თუ ვინმე დაარღვევს ბავშვების უფლებებს, ფსიქოლოგიურ ზიანს მიაყენებს ბავშვებს, ის უნდა დაისაჯოს ძალიან მკაცრად, მაგრამ მე არ მგონია, რომ ამ შემთხვევასთან გვქონდა საქმე. თუმცა კომპეტენტური ხალხი გაარკვევს, ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ვფიქრობ, ჩვენმა ბავშვებმა უნდა ითამაშონ, უნდა შეიმეცნონ ცხოვრება და პირადად მე არ ვიზიარებ დამოკიდებულებას, რომ სკანდალად და უბედურებად გადავაქციოთ", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.


სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო ჩანაწერი, სადაც ასახულია თბილისის 56-ე საბავშვო ბაგა-ბაღის მიერ აღსაზრდელთა მონაწილეობით დადგმული „ქორწინების" სცენა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner