პაატა ღვინიაშვილმა სოფიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე სამბოში ოქროს მედალი მოიპოვა.
„დიდი სიხარული მოჰგვარა სამბოს ქართველ ქომაგებს საქართველოს ნაკრების წევრმა, ქარელელმა პაატა ღვინიაშვილმა, რომელმაც სოფიაში მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე ყველა შეხვედრა აღმავლობით ჩაატარა და დამაჯერებლად მოიპოვა გამარჯვება. არის მსოფლიოს ჩემპიონის ოქროს მედალი!", - წერია საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.