logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ვგეგმავთ ძალიან სერიოზულ მუშაობას!
- +

12 ნოემბერი. 2016. 21:55



ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში შეხვედრა ძირითათად დაეთმო  საორგანიზაციო საკითხების განხილვას, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტის საქმიანობას უკავშირდება",- ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების" წარმომადგენელმა, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.



მისივე თქმით, შეხვედრაში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან  ერთად , გუნდის პრაქტიკულად ყველა წევრი  მონაწილეობდა.



განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც უკავშირდება საპარლამენტო საქმიანობის ინიცირებას,  შემდგომი მნიშვნელოვანი პრიორიტეტების განხილვას და განხორციელებას",-აღნშნა თალაკვაძემ.



მისივე ინფორმაციით, ბიუჯეტის პროექტის განხილვის შედეგებთან დაკავშირებით მოგვიანებით გაკეთდება კომენტარები.



ამაზე ვგეგმავთ ძალიან სერიოზულ მუშაობას, ვიდრე მოხდება პროექტის განხილვა პარლამენტში",-განმარტა თალაკვაძემ.



რაც შეეხება საკადრო გადაწყვეტილებებს პარლამენტსა და მთავრობაში, თალაკვაძის ინფორმაციით, ამაზე დღეს მსჯელობა არ ყოფილა.



როგორც ცნობილია,  „ქართულ ოცნებაში" ჯერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება, ვინ დაიკავებს სპორტისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტბის თავმჯდომარეების თანამდებობას.



მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი გააკეთებს  ამომწურავ კომენტარს.  კონკრეტულ გვარებს მე ამ ეტაპზე ვერ გეტყვით",-აღნიშნა თალაკვაძემ.   







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner