logo_geo
eng_logo
სტინგი საკონცერტო დარბაზ „ბატაკლანს“ გახსნის
- +

12 ნოემბერი. 2016. 22:09

პარიზის ტერაქტებიდან თითქმის ერთი წლისთავზე ბრიტანელი მუსიკოსი სტინგი საკონცერტო დარბაზ "ბატაკლანს" გახსნის. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

სტინგი "ბატაკლანში" კონცერტს დღეს, 12 ნოემბერს გამართავს, 2015 წლის ტერაქტების სერიის წლისთავამდე ერთი დღით ადრე.

კლუბში ჩატარებული რეკონსტრუქციის შემდეგ ეს პირველი კონცერტი იქნება.

თავის გამოსვლას სტინგი ტერორისტული თავდასხმების მსხვერპლთა ხსოვნას მიუძღვნის. კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადაეცემა, რომლებიც ტერორისტული თავდასხმების შედეგად დაზარალებუებსა და მსხვერპლთა ახლობლებს ეხმარებიან.

2015 წლის 13 ნოემბერს "ბატაკლანში" ამერიკული როკ-ჯგუფის  Eagles of Death Metal-ის კონცერტის დროს ტერორისტმებმა მაყურებლებს ცეცხლი გაუხსნეს, რასაც 89 ადამიანი ემსხვერპლა.

პარიზში 13 ნოემბერს განხორციელებული ტერაქტების სერიას სულ 130 ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

right_banner right_banner
არქივი
right_banner