logo_geo
eng_logo
გიორგი ჩოგოვაძე: რუსეთიდან წელს მილიონამდე ადამიანმა უკვე იმოგზაურა ჩვენს ქვეყანაში
- +

13 ნოემბერი. 2016. 00:56



რაიმე განსაკუთრებული ან მასშტაბური პრობლემები რუს ტურისტებს საქართველოში არ ექმნებათ და ისინი კმაყოფილები არიან ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობით და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ კიდევ უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ საქართველოში," - ასე გამოეხმაურა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რუსეთის ტურიზმის ფედერალური სააგენტოს განცხადებას.



გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით,  შვეიცარიის საელჩოში არსებობს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექცია, რომელიც ამ ფუნქციას თავის თავზე იღებს და იმ რუს ტურისტებს, რომლებსაც რაიმე შეკითხვა ან შეიძლება მცირე პრობლემა შეექმნათ, მიმართავენ შვეიცარიის საელჩოს რუსეთის სექციას.



ჩვენ ძალიან ბევრ აქტივობას ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში ტურისტების რაოდენობა გაიზარდოს, მათ შორის რუსეთის ფედერაციიდან და მინდა გითხრათ, რომ რუსეთიდან წელს მილიონამდე ადამიანმა უკვე იმოგზაურა ჩვენს ქვეყანაში. მათ ძალიან მოწონთ საქართველოში მოგზაურობა, ინტერესი ძალიან დიდია ჩვენი ქვეყნის მიმართ. ამას ხელი შეუწყო იმ მარკეტინგულმა და საინფორმაციო კამპანიებმა, რომელიც ჩვენ რუსეთის ფედერაციაში ვაწარმოეთ",- აღნიშნა ჩოგოვაძემ.



რუსეთის ტურიზმის ფედერალური სააგენტო ტუროპერატორებს მოუწოდებს, ტურისტებს საქართველოში არსებული რისკების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ, ასევე რუსეთის მოქალაქეებს ურჩევს, საქართველოში ტურისტული ვიზიტების დაგეგმვისას აქტუალური რისკები გაითვალისწინონ. 







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner