საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურმა დელეგაციამ დაასრულა ისტორიული შეხვედრები NATO-ს შტაბბინაში, სადაც სინოდის წარმომადგენლებს NATO -საქართველოს ურთიერთობებზე ინფორმაცია მიაწოდა ჯეიმს აპატურაიმ.
ქართველ მღვდელმთავრებს აპატურაიმ „ძალიან ინფორმირებული" ადამიანები უწოდა და აღნიშნა, რომ „ისინი მხარს უჭერენ საქართველოს მოსახლეობის ევროატლანტიკურ არჩევანს". იგივე გაიმეორა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში გორის და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ, რომელმაც შეკითხვებს ტელეფონით უპასუხა ბრიუსელიდან.
წყარო:"რადიო თავისუფლება"