პოლიტოლოგი იგორ კვესელავა გაზეთ „რეზონანსთან" „ნაციონალურ მოძრაობასა" და მის შიგნით მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს. კვესელავას აზრით, პარტიის დაშლის პროცესი უკვე დაიწყო და ფიქრობს, რომ „ნაცმოძრაობა", როგორც პოლიტიკური ძალა, დამთავრებულია.
„რამდენიმე თვის წინ ვაცხადებდი თქვენი გაზეთის საშუალებით და ახლაც გეტყვით, რომ „ნაციონალური მოძრაობის" დაშლა დაიწყო. მე ვფიქრობდი, რომ ეს იქნებოდა მოკლე ხანში და ასრულდა კიდეც ჩემი მოსაზრებები. მათი დაშლა დაწყებულია, პარტია ორ ბანაკად არის გახლეჩილი. საერთოდ „ნაცმოძრაობა", როგორც პოლიტიკური ძალა, დამთავრებულია. მან 2016 წელის 8 ოქტომბერს იმღერა თავის გედის სიმღერა და დაამთავრა. ახლა მათი არსებობა ინერციით გრძელდება", - განაცხადა იგორ კვესელავამ.