-
+
14 ნოემბერი. 2016. 11:25
ჟურნალისტი ნინო ხაჩიძე სოციალურ ქსელში წერს:
„მე მეგონა, თემა ამოიწურა, მაგრამ, ვაი რომ, არა თუ ვერა.
ახლა ჯეჯელავა ამბობს შემდეგს - ავთანდილის ანდერძი რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში გახსოვდეს, რისთვის არის საჭიროო?! რით ჰგავს ნესტანი ვიღაც ოთარაანთ ქვრივსო?! ეს სერიოზული კლინიკაა! თუ უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა არა!
ეს ლომაიასაც კი არ უკადრებია! არც შაშკინს - არადა, მეგონა, მათზე უარესი განათლების მინისტრები არ შეიძლება, არსებულიყო.
დედა მომიკვდეს - ბაყბაყდევია, აი, ქართულ ზღაპრებში რომ დაამარცხეს და გააძევეს! მარტო ამიტომაა ასაშვები ამირანი", - წერს ნინო ხაჩიძე.