logo_geo
eng_logo
ვახტანგ ძაბირაძე: ეს იყო განწირული სააკაშვილის ბოლო ნაბიჯი!
- +

14 ნოემბერი. 2016. 14:21



მიხეილ სააკაშვილის ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტიდან გადადგომასა და ოპოზიციაში გადასვლას, პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გამოეხმაურა. როგორც მან „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სააკაშვილს, პოლიტიკური თვალსაზრისით, დიდი პერსპექტივა აღარ გააჩნია არც საქართველოში და არც უკრაინაში.


მე არ მგონია, რომ სააკაშვილს დიდი პოლიტიკური პერსპექტივა ჰქონდეს გინდ უკრაინაში, გინდ საქართველოში. დაველოდოთ პროცესს, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში" განვითარდება. სააკაშვილმა ბრძანა, რომ თუკი საქართველოს გადმოსცემენ, ერთ კვირაში გათავისუფლდება. მეეჭვება, რომ ერთ კვირაში გამოვიდეს ციხიდან - უმჯობესია, გაიხსენოს საქართველოს ისტორია, 600 000 კაცი რომ უჭერს მხარს, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს და ისიც გასარკვევია, ეს 600 000 კაცი მხარს მას უჭერს თუ არა. თუ „ნაციონალური მოძრაობა" გაიყოფა, ალბათ, სააკაშვილი დარჩება იმ ჯგუფის ლიდერად, რომელიც მუდმივად რევოლუციისკენ იქნება მიმართული", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.


პოლიტოლოგის  თქმით, მიხეილ სააკაშვილმა იცის, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ვერ მოვა არჩევნების გზით და ერთადერთი გზა ისევ ქუჩიდან მოსვლაა.


რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას", ვფიქრობ, ის არ დაანებებს ამ პარტიას თავს. შესაძლოა, თავმჯდომარის პოსტზე აღარ იყოს, თუმცა, აუცილებლად შეინარჩუნებს ლიდერის, ჭკუის დამრიგებლის როლს, ანუ მოსახლეობის თვალში აუცილებლად იქნება ფიგურანტი. ყოველ შემთხვევაში, ამას შეეცდება. რაც შეეხება უკრაინას, უკრაინა ძალიან რთული ქვეყანაა, არ მგონია, სააკაშვილმა შეძლოს უკრაინულ პოლიტიკურ სპექტრში დამკვიდრება. ვფიქრობ, ეს მისი ბოლო, განწირულის ნაბიჯია. ვნახოთ, რა იქნება, მაგრამ ვფიქრობ, დიდი წარმატებები მას აღარ ექნება", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner