logo_geo
eng_logo
„მანანა კობახიძემ გზა ახალგაზრდებს დაუთმო“ - ვინ უხელმძღვანელებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის
- +

14 ნოემბერი. 2016. 14:24



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრის თემურ ჭკუასელის ინფორმაციით, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კვლავ ლერი ხაბელოვი იქნება.  ამის შესახებ დეპუტატმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ხაბელოვი ამ კომიტეტს კარგად უხელმძღვანელებს.


დეპუტატის განცხადებით, ხაბელოვის თავმჯდომარეობის საკითხი უკვე გადაწყვეტილია.


რაც შეეხება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს, თემურ ჭკუასელის ინფორმაციით, „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ბოლო სხდომაზე მანანა კობახიძემ თავისი პოზიცია კომიტეტის თავმჯდომარეობაზე უარის თქმის შესახებ დაასაბუთა და განაცხადა, რომ გზა ახალგაზრდებს უნდა დაეთმოს.


ჭკუასელის განმარტებით, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარედ სოფო კილაძის კანდიდატურა განიხილებოდა.


მანანა კობახიძემ პოლიტსაბჭოს ბოლო სხდომაზე განაცხადა, რომ მთელი ცხოვრება ადამიანის უფლებების დაცვას მიუძღვნა და ამ საქმიანობის გასაგრძელებლად კომიტეტის თავმჯდომარეობა აუცილებელი არ არის. გზა ახალგაზრდებს დავუთმოთო", - განაცხადა თემურ ჭკუასელმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner