logo_geo
eng_logo
ზურაბ ტყემალაძე: არჩევნების შემდეგ, უკმაყოფილო პარტიები ცდილობენ გაერთიანების შექმნას
- +

14 ნოემბერი. 2016. 15:01



„ნებისმიერი არჩევნების დასრულების შემდეგ, უკმაყოფილო პარტიები ცდილობენ ერთ პოზიციაზე ჩამოყალიბებასა და გარკვეული გაერთიანების შექმნას", - ამის შესახებ „მრეწველების" თავმჯდომარემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


ზურაბ ტყემალაძე არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების გაერთიანების ინიციატივას გამოეხმაურა. ითანამშრომლებს თუ არა „მრეწველობა გადაარჩენს საქართველო" ოპოზიციურ გაერთიანებასთან, ჯერჯერობით ტყემალაძეს ამაზე ზუსტი პასუხი არ აქვს.


„სამწუხაროდ, ისე ხდება, რომ ბოლოს ვერ ვერთიანებით ხოლმე და გვიწევს არჩევნებში ცალ-ცალკე მონაწილეობის მიღება. ვნახოთ, რა პოზიციებში ჩამოყალიბდებიან, რა მოთხოვნები იქნება. ბუნებრივია, არის ბევრი რამ, რაც გასათვალისწინებელია. განვლილმა არჩევნებმაც დაგვანახვა, რომ უპრიანი და საუკეთესო იქნება, რომ ჩასწორდეს საარჩევნო კანონმდებლობა სხვადასხვა მიმართულებებით. საკანონმდებლო ხარვეზები არის გამოვლენილი და ვფიქრობ, უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც იმუშავებს. მარტო ოპოზიციური პარტიების მიერ შემდგარი კომისია არ იქნება კარგი, რადგან მმართველ პარტიასთან კონსენსუსის მიღწევა გაჭირდება. ამიტომ კარგი იქნება, ცესკო და მმართველი პარტიაც და სხვა დაინტერესებული პიროვნებები ერთმანეთთან გამონახავენ საერთო ენას და იმუშავებენ იმაზე, რა როგორ უნდა გამოსწორდეს მომავალში კანონმდებლობის კუთხით", - განაცხადა ტყემალაძემ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner