logo_geo
eng_logo
პეტრე მამრაძე: ტრამპი ვერაფერს ასწავლის ევროპას!
- +

14 ნოემბერი. 2016. 15:41



აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას „მართვის სტრატეგიული ცენტრის" ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე გამოეხმაურა. საქართველოს პარტნიორი ქვეყნის მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენაზე მამრაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში ისაუბრა.


„ტრამპის გამარჯვება მოსალოდნელი იყო. აქვე მინდა ყველას შევახსენო, რომ ხმების რაოდენობით ჰილარი კლინტონმა მეტი ხმა აიღო, მაგრამ აშშ-ის საარჩევნო სპეციფიკა ისეთია, რომ ირჩევენ ამომრჩეველთა კოლეგიას, სადაც შტატებიდან შედის ხმები და ამ მხრივ გაიმარჯვა ტრამპმა. ხედავთ, რომ არ სრულდება საპროტესტო აქციები. შეშფოთებით აღნიშნავენ მეცნიერები, რომ ბოლო ათწლეულებში გამოიყო მოსახლეობის ფენა, სოფლად მცხოვრები თეთრკანიანი მოსახლეობა, რომელსაც არ უსწავლია კოლეჯში. ესენი არიან საშუალო ფენა. ამ ადამიანებში დაგროვდა დიდი უკმაყოფილება. მიუხედავად იმისა, რომ ობამას 8-წლიანი პრეზიდენტობის დროს მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა შეერთებულ შტატებში, ვიდრე მსოფლიოს მომდევნო 36 სახელმწიფოში, რაც არის სრული რეკორდი, მიუხედავად იმისა, რომ წარმატებულად შეფასდა ობამას ადმინისტრაციის საქმიანობა, ეს ადამიანები გრძნობდნენ, რომ ბორტს მიღმა აღმოჩნდნენ საერთო კეთილდღეობაში. პლუს, იზრდებოდა რასისტული და ქსენოფობიური განწყობები ადამიანებში და ამაზე ელიტა თვალს ხუჭავდა. ეს ერთი მხარე და მეორე - ჰილარი კლინტონი იმდენად ანტიპათიური იყო ბევრისთვის, რომ თვით დემოკრატების ამომრჩევლებშიც ვერ მოახერხა მობილიზება ამომრჩევლისა და ლამის 5 მილიონით ნაკლები მივიდა, ვიდრე ობამას დროს არჩევნებზე. ვითარება არის რთული. რა უნდა მოუხერხონ ამ ფენას და მათ მოთხოვნებს? მაგრამ მიუხედავად რთული ვითარებისა, არ არის მოსალოდნელი, რომ რაიმე გლობალური კრიზისი დაიწყოს.

 

ნიშანდობლივია ევროპის ლიდერების პოზიცია. ჟან-კლოდ უნკერმა თქვა, ახლა ევროპამ უნდა ასწავლოს ტრამპს, რას ნიშნავს ევროპა და რა არის ევროპა. ტრამპი ვერაფერს ასწავლის ევროპას, რადგან მას დააბალანსებენ. რესპუბლიკელები შევიდნენ უმრავლესობით კონგრესშიც და სენატშიც. შეერთებული შტატების მართვის სისტემის შესაბამისად, რა უნდა გააკეთოს ისეთი ტრამპმა, რომ არ დაბლოკოს კონგრესმა და სენატმა. მეორე: თავის ნაცნობებთან შეხვედრისას (ზოგიერთს პირადადაც ვიცნობ), ტრამპი ამბობდა - ეს საარჩევნო კამპანიაა, ხალხო, ნუ გგონიათ, ასეთი ვიქნები, როცა გავიმარჯვებო. ამის ნიშნები უკვე არის. ამბობდა, პრეზიდენტი რომ გავხდები, ჰილარი კლინტონი ციხეში წავაო. არავის საქმე არაა, ვინ წავა ციხეში, გარდა დამოუკიდებელი გამოძიებისა და სასამართლოსი. დღეს კი მადლობას ეუბნება კლინტონს ქვეყნის წინაშე დამსახურებისთვის..." - განაცხადა მამრაძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner