logo_geo
eng_logo
პეტრე მამრაძე: გამორიცხულია, დემაგოგმა და პოპულისტმა სააკაშვილმა უკრაინაში ძალაუფლების ხელში ჩაგდება მოახერხოს!
- +

14 ნოემბერი. 2016. 17:00



„მართვის სტრატეგიული ცენტრის" ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში ძალაუფლების ხელში ჩაგდება მოახერხოს, თუმცა შესაძლოა, უკრაინულ რადაში შესვლა მოახერხოს.

 

„სააკაშვილის რეიტინგი შარშან ზაფხულში იყო უფრო დიდი, ვიდრე პოროშენკოსა და იაცენიუკის ერთად აღებული. იქ არის აღვირახსნილი, ტოტალური კორუფცია. უკრაინელი ხალხი ხედავს იმას, რომ იანუკოვიჩის გადაყენების შემდეგ, არაფერი უკეთესობისკენ არ შეცვლილა.

 

ეს ნოყიერი ნიადაგი სათავისოდ გამოიყენა პოპულისტმა, დემაგოგმა და სრულიად უპასუხისმგებლო ადამიანმა სააკაშვილმა - რიგგარეშე არჩევნები რომ იყოს, ვიბრძოლებ და შევალ პარლამენტშიო. ის ჯერ უკრაინაში დახარჯული არ არის.

 

მე მაინც ვფიქრობ, შეიძლება უკრაინაში ის შევიდეს პარლამენტში. მაგრამ ძალაუფლების ხელში ჩაგდება იმ დოზით, რაც მას საქართველოში ჰქონდა, გამორიცხულია", - განაცხადა მამრაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში.

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner