logo_geo
eng_logo
კობა ნარჩემაშვილი: ტერმინი - „ნარკოპოლიტიკა“ ყურში ცუდად მხვდება
- +

15 ნოემბერი. 2016. 14:30


 

„ნარკოპოლიტიკა არის პროცესი, რომელიც დინამიკური უნდა იყოს ყოველთვის. მისი ერთ ადგილზე გაჩერება არ შეიძლება. შესაძლებელია, იყოს რიგი საკითხები, რომელიც მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებას და სწორედ ამიტომ, ახალ პარლამენტში ამ თემაზეც იქნება ძალიან სერიოზული და ინტენსიური საუბარი", - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა კობა ნარჩემაშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.



„ტერმინი „ნარკოპლიტიკა" ყურში ცუდად მხვდება, რადგან  ეს არ არის სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის ნაწილი. ქვეყანაში არსებობს სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა და მისი ნაწილი არის ცალკე აღებული ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ", - განაცხადა ნარჩემაშვილმა.


უნდა ისჯებოდეს თუ არა ნარკოტიკის მოხმარება? - კობა ნარჩემა შვილი პასუხობს:


„რასაკვირველია, ნარკოტიკების არალეგალური ბრუნვა - ეს არის ძალიან საშიში ქმედება. ის ასეთად აღიარებული არის არამარტო საქართველოს სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობით, არამედ მსოფლიო ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობის კანონმდებლობით. არ არსებობს ქვეყანა, სადაც ნარკოტიკების უკანონო ბრუნვა არ იყოს დანაშაული. მეორე მხრივ, ნარკოტიკების მოხმარება  ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, ისევე როგორც, მისი შენახვა, გასაღება, გადაზიდვა და ა.შ.  ასე რომ, გამოყოფა ნარკოტიკების მომხმარებლისა, არასწორია. პრაქტიკულად არ არსებობს ნარკოტიკების მომხმარებელი, რომელიც ამავდროულად გამავრცელებელიც არაა; ანუ ის იმავდროულად, როგორც წესი, არის ხოლმე გამსაღებელიც. ამის თქმის საშუალებას საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილება მაძლევს. ამ კონტექსტიდან გამომდინარე ნარკოტიკების უკანონო ბრუნვა და ნარკოტიკების მოხმარება უნდა ისჯებოდეს ყველა შემთხვევაში.

 

ხშირ შემთხვევაში საქმე გვაქვს მძიმე ნარკოტიკებთან, როგორიც არის ოპიუმი, კოკაინი, ჰეროინი. თუ ჩვენ გვაქვს ე.წ. მსუბუქ ნარკოტიკებთან დაკავშირებით მსჯელობა, თვით სპეციალისტების განმარტებით, მსუბუქი ნარკოტიკი არ არსებობს. მაგრამ ამ შემთხვევაში შესაძლებელია სახელმწიფომ განახორციელოს ისეთი პოლიტიკა, როგორიცაა დეკრიმინალიზაცია. ესეც მსჯელობის საგანი უნდა იყოს, რადგან სულ სხვა რაღაც არის დეკრიმინალიზაცია და სხვა რამე გახლავთ ლეგალიზაცია", - განაცხადა ნარჩემაშვილმა.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner