ავტორი ალა გრიგალაშვილი
„ამერიკა საქართველოსთვის ერთ-ერთი სტაბილური პარტნიორია", - აცხადებს ექსპერტი ნიკა ჩიტაძე და დასძენს, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის პოზიციების დაახლოების შემთხვევაში ამერიკა საქართველოს არ გაწირავს.
„ისმის კითხვა: ხომ არ შეარბილებს ტრამპი ურთიერთობებს რუსეთთან და ხომ არ შეასრულებს წინასაარჩევნო დაპირებებს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთთან მოაგვაროს სხვადასხვა ტიპის პრობლემები; და ხომ არ მისცემს აღნიშნული საშუალებას რუსეთს, რომ კრემლმა გააძლიეროს საკუთარი გეოპოლიტიკური გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცეში? ან მეტი ზეწოლა მოახდინოს საქართველოზე.
არ ვფიქრობ, რომ ტრამპი შეარბილებს პოლიტიკის რუსეთის მიმართ. საქართველოსთან მიმართებით კი იგივე პოლიტიკა გაგრძელდება. ჩვენი ქვეყნის მიმართულებით ასევე გაგრძელდება სხვადასხვა ტიპის დახმარებები. მაგრამ თუ მოხდა მოსკოვის და ვაშინგტონის პოზიციების დაახლოება, აშშ საქართველოს არ გაწირავს, როგორც ეს მოხდა ობამას პრეზიდენტობის პირველ პერიოდში გადატვირთვის პოლიტიკის დროს", - განაცხადა ჩიტაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე.