logo_geo
eng_logo
დავით თევზაძე: ეს საშიშროება ნამდვილად არსებობს!
- +

16 ნოემბერი. 2016. 14:53



NATO-მ გააკეთა დეკლარირება შავ ზღვაში სამხედრო შესაძლებლობების გაზრდის თაობაზე. მაშინ მკითხეს, რა იქნებოდა რუსეთის ნაბიჯი. შემდეგი ნაბიჯი არის, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ", - ამის შესახებ რუსეთისა და აფხაზეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებაზე საუბრისას დავით თევზაძემ განაცხადა.


როგორც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, NATO-ს მხრიდან ეს იყო ლოგიკური, რადგან ყირიმის ანექსიის შემდეგ შავ ზღვაში იყო დისბალანსი და გარკვეულწილად საჭიროებდა გაწონასწორებას.


„შავი ზღვა არ იყო მილიტარიზებული. მაშინ მე ვთქვი, რომ რუსეთი ეცდებოდა, გადაედგა გარკვეული სამხედრო ნაბიჯები. ასევე ვთქვი, რომ აფხაზეთი არის ძალიან საინტერესო მათთვის. აღვნიშნე, რომ ეს პროცესი გამოიწვევდა შავი ზღვის მილიტარიზაციას. რაც საქართველოსთვის კარგი ნამდვილად არ არის. პარალელურად ანალოგიური დაჯგუფება იქმნება სომხეთში და როგორც ჩანს, კლასიკური სქემა სრულად ამოქმედდება. რუსეთმა ამის მინიშნებები უკვე გააკეთა. რა იგულისხმება კლასიკურ სქემაში? თუ მილიტარიზაციის პროცესი შავ ზღვაზე გაგრძელდა, ალბათ ჩვენ მოწმეები გავხდებით, რომ ამიერკავკასიაში რუსეთს ექნება რეალური საყრდენი სამი ბაზის სახით - ესენია აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და სომხეთი. ეს საშიშროება ნამდვილად არსებობს.

 

ამ ნაბიჯის შედეგ უკვე NATO-ს ჯერია და შევხედოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ალიანსი", - განაცხადა თევზაძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner