logo_geo
eng_logo
ისრაელმა შესაძლოა, ავტომატური უარი უთხრას საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლებს
- +

17 ნოემბერი. 2016. 10:54



ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს, შემოიღოს ავტომატური უარი საქართველოდან და უკრაინიდან თავშესაფრის მაძიებლებისთვის. შესაბამისი პროცედურა დასამტკიცებლად ისრაელის იუსტიციის სამინისტროს უკვე გადაეგზავნა.


ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ უკრაინელებისა და ქართველებისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე ავტომატური უარის თქმით, შესაძლებელი იქნება  უფრო სერიოზული სიტუაციების განსახილველად რესურსის გამოთავისუფლება".


2016 წლის იანვრიდან-ნოემბრამდე პერიოდში ისრაელში თავშესაფარი მოითხოვა საქართველოს 3069 და უკრაინის 5505 მოქალაქემ, რაც სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე მეტია. ამავე დროს, 2013 წელს ამ ქვეყნებიდან თავშესაფარი მხოლოდ ხუთმა მოქალაქემ მოითხოვა.


როგორც ისრაელის მედია იტყობინება, საქართველოს მოქალაქეები თავშესაფრის მოთხოვნისას ძირითადად აცხადებენ, რომ ისინი სამშობლოში პოლიტიკურ რეპრესიებს განიცდიან.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner