logo_geo
eng_logo
გელა დუმბაძე ერთ-ერთ ქვეყანაში ელჩად დაინიშნება
- +

17 ნოემბერი. 2016. 10:58



დიასპორასთან ურთიერთობის სახელმწიფო მინისტრის აპარატის ტრანსფორმაცია უახლოეს დღეებში მოხდება, განხორციელდება შერწყმა  საგარეო საქმეთა სამინისტროსთან,- ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო მდივანმა გელა დუმბაძემ განუცხადა.


მინდა, ყველა ჩვენმა პარტნიორმა და მეგობარმა ეს თემა განიხილოს მხოლოდ პოზიტიური კუთხით, რადგან  პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ჩამოყალინდა ჩვენი სამსახურის კედლებში, წლების განმავლობაში გააგრძელებს მუშაობას უფრო მაღალ გემბანზე, აღიჭურვება უფრო მაღალი დიპლომატიური სტატუსით, დაისპორებთან დაკავშირებულ თემებს ექნება უფრო დიდი გამოძახილი. ევროპის ყველა ქვეყანაში  დიასპორის თემატიკა არის საგარეო საქმეთა წიაღში. ეს არის ევროსტანდარტი, ეს არის პროგრესული ნაბიი. ძალიან მაიმედებს ის განწყობა, რაც მიხეილ ჯანელიძეს აქვს",-აღნიშნა დუმბაძემ.


კითხვაზე, თუ სად ხედავს თავს  მომავალში, დუმბაძემ აღნიშნა,  რომ 16 წელი იმუშავა საგარეო საქმეთა სამინისტროში და სავარაუდოდ, იქნება ელჩი ერთ-ერთ ქვეყანაში.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner