logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: უნდა გაგრძელდეს პოზიტიური ტრადიციები
- +

17 ნოემბერი. 2016. 11:02



ახალი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის შეფასებით, საქართველო მე-9 მოწვევის პარლამენტის საქმიანობაში პოზიტიური ტრადიციები უნდა გაგრძელდეს.


კობახიძის თქმით, მისი პარლამენტის თავმჯომარედ წარდგენის საკითხი, მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველივე სხდომაზე დადგება.


ჩვენმა საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება ჩემს წარდგენასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე და ეს საკითხი, ბუნებრივია, დადგება დღის წესრიგში პარლამენტის პირველივე სხდომაზე. რაც შეეხება საპარლამენტო მუშაობას, ბუნებრივია, უნდა გაგრძელდეს პოზიტიური ტრადიციები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


დავით უსუფაშვილი ოთხშაბათს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს დაემშვიდობა პარლამენტის თავმჯდომარის სახელით გამართულ მიღებაზე.


8 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, „ქართულმა ოცნებამ" 115 მანდატით საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner