ავტორი ალა გრიგალაშვილი
„უნდა მივიღოთ ისეთი კანონპროექტი, რომელიც არ დააზარალებს და არ დააზიანებს ჩვენს მომავალ თაობას", - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა შოთა ხაბარელმა ნარკოპოლიტიკაზე საუბრისას „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ულტიმატუმის ენით საუბარი, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს მარიხუანას ლეგალიზაცია, მიუღებელია.
„არ ვარ მომხრე ისეთი ულტიმატუმების, როგორსაც „გირჩი" აყენებს. თუმცა შეიძლება, რომ ეს საკითხი გადახედილი იქნას, მაგრამ არა იმ მოთხოვნებით, რასაც აკეთებს „გირჩის" წარმომადგენელი, ბატონი ჯაფარიძე. თუმცა, ვიმეორებ, ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება, მაგრამ მანამდე სიღრმისეულად უნდა იქნეს შესწავლილი, თუ როგორი ფორმებით მოხდება ამ კანონპროექტის მიღება.
მე, როგორც სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის წარმომადგენელი, წინა პარლამენტშიც ვიყავი წინააღმდეგი მარიხუანას ლეგალიზაციის და ალბათ დავრჩები კიდეც ამ პოზიციაზე", -განაცხადა ხაბარელმა.